ცხელი ხაზი:252731

17 თებერვლის თათბირი

17 თებერვალი, 2020

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაერთიანებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უხვთოვლიანობის გამო მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილი სირთულეების შესახებ და რწმუნებულებთან ერთად შესაბამის სამსახურებს მეტი მობილიზებისაკენ მოუწოდა. ამ დროისათვის ყველა სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზა გათოვლილია, გარდა ხვაშითისა და მიმდინარეობს როგორც აღნიშნული სოფლის ცენტრალური გზის , ასევე სხვა სოფლების საუბნო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება სოფლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას, ამ კუთხითაც სირთულეები დაძლეულია, მხოლოდ ოთხ სოფელში--ნავარძეთი, კაცხი, ქვაციხე და ცხრუკვეთი, მიმდინარეობს დაბალი ძაბვის გადამცემი დაზიანებული ხაზების შეკეთება.

„სოკარ ჯორჯიას“ ჭიათურის მენეჯერის განცხადებით,ბუნებრივი აირის მიწოდების მხრივ მუნიციპალიტეტში პრობლემა არ შექმნილა.

თათბირის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრეთ წარუდგინა ახლადშექმნილი შ.პ.ს. ,,ჭიათურის წყალის“ ხელმძღვანელი როინ კუსიანი. აღნიშნული საწარმო სოფლებისათვის წყლის რეგულარულად მიწოდების საკითხს უზრუნველყოფს.

გააზიარე