ზურაბ ანჟაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ღონისძიება
ჭიათურის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში კულტურის ცენტრთან არსებული ზურაბ ანჟაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და ი.სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
მასში მონაწილეობას იღებდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები, საბალეტო და სამეჯლისო ჯგუფები, სოლო შემსრულებლები,. სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და სხვები.
კონცერტის დასრულებს შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მიესალმა და მერის მრჩეველთან კახა გუდაძესთან ერთად, 2019 წლის წარმატებულ ჯგუფებს მადლობის ბარათები და დიპლომები გადასცა.