ცხელი ხაზი:252731

#StopCovid19

4 მარტი, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფი ჭიათურის ქუჩებში კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები.

დღეს, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა ქალაქის სხვადასხვა ქუჩები, სკვერები და დასასვენებელი პარკები.
დეზინფექცია ჩაუტარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ჭიათურაში შიდასაქალაქო რეისებს ახორციელებს.


სადეზინფექციო სამუშაოები ასევე ჭიათურის მთავარ აგრარულ ბაზარშიც ჩატარდა.

მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება გაგრძელდება.

გააზიარე