ჭიათურაში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებზე საკვები პროდუქტის გაცემა გრძელდება
ჭიათურაში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებზე საკვები პროდუქტის გაცემა გრძელდება.
თანადგომის აქციაში ამჯერად ჭიათურელი ბიზნესმენები და კომპანია „აკორდი“ ჩაერთვნენ .
მათ წარმომამდგენლებთან ერთად, დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ რგანსა და ჭილოვანში, ასევე ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტები მიუტანა.