ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა

4 მაისი, 2020

ჭიათურაში დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების სრული დაცვით ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა.

აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პირადად გაეცნო.

ჭიათურის მერის განცხადებით, ჭიათურის აგრარული ბაზარი დღეიდან განაგრძობს დადგენილი რეკომენდაციების წესის დაცვით ფუნქციონირებას, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების წესები.

"შემოსასვლელში მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ასევე დაცულია მოსახლეობის დისტანცირება, რომელსაც სპეციალური სამსახურები გააკონტროლებენ“, - აღნიშნა გივი მოდებაძემ.

გააზიარე