ცხელი ხაზი:252731

წინსოფელი-ჭილოვანის საავტომობილო გზის 7200 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება დასრულდა

1 ივნისი, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭიათურა - წინსოფელი - ჭილოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზის 7200 მეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდა, მოეწყო სანიაღვრე არხები, გზის სრული მონაკვეთი დაიხაზა და საგზაო ნიშნები დამონტაჟდა.

დასრულებული სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შეაფასეს.

პროექტის ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა.
ჭიათურა-წინსოფელი-ჭილოვანის დამაკავშირებელ გზაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ,,კლასიკ სტროი“ აწარმოებდა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა

აღსანიშნავია, რომ წინსოფელსა და ჭილოვანში ამ დრომდე არსებობდა საავტომობილო გზის პრობლემა , რაც სირთულეს უქმნიდა მგზავრთა გადაადგილებას

გააზიარე