სოფელ ითხვისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ითხვისში კაპანაძეების უბნის ჩასახვევიდან ხახიშვილების უბნამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის 865 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია - რკინა ბეტონის საფარის მოწყობა.
ითხვისში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილემ დავით ბიწაძემ,ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლაშა გოცაძემ დაათვალიერეს და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გზის რეაბილიტაციას ამხანაგობა ,,ელკელი ჯ“ ასრულებს.
პროექტის განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 259 516 ლარი იხარჯება.
სამუშაოები მიმდინარე თვეში დასრულდება.