შშმ პირებს სამედიცინო ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ წევრმა ნანული წერეთელმა ჭიათურაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სამედიცინო ეტლები უსასყიდლოდ გადასცეს.
ეტლების შეძენა ასოციაციამ -,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“
ამერიკული ორგანიზაციის“ LDS Charities“ დახმარებით უზრუნველყო.
სამედიცინო ეტლები ჭიათურაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 14 პირს გადაეცემა.