ჭიათურის თეატრმა მუშაობა განაახლა
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ- დრამატულმა თეატრმა მუშაობა განაახლა და მაყურებელს სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ შესთავაზებს.ამ მიზნით იგეგმება თეატრის შიდა ეზოს მოწყობა, სცენის, განათებისა და გახმოვანების მონტაჟი. ახალი სპექტაკლის „ვინი პუჰის“ რეპეტიციები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, 6 ივლისიდან კი აქტიური სარეპეტიციო ეტაპი განახლდა. სპექტაკლის პრემიერა უახლოეს პერიოდში შედგება.
დღეს სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს და თეატრის თანამშრომლებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე შეხვდა, შემოქმედებითი მუშაობის განახლება მიულოცა და ადგილზე გაეცნო მათ გეგმებს.
„მინდა მივულოცო თეატრს მუშაობის განახლება. მართალია სრულყოფილი შემოქმედებითი პროცესი ჯერ არ დაწყებულა,მაგრამ მაინც სასიამოვნოა,რომ შეიკრიბეთ და დაიწყეთ მზადება ღია ცის ქვეშ ჩასატარარებელი სპექტაკლისთვის.იმედია, მალე გადაინაცვლებთ ჩვენს საამაყო სცენაზე,სადაც არაერთი სიამოვნება მიგინიჭებიათ მაყურებლისთვის-აღნიშნა ჭიათურის მერმა.