ცხელი ხაზი:252731

უფასო სამედიცინო აქცია სოფელ წირქვალში

17 ივლისი, 2020

სოფელ წირქვალში შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ჭიათურის სამედიცინო ცენტრი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს უფასო სამედიცინო აქციას მართავს.

"ჯეო ჰოსპიტალსის წამყვანი და თბილისიდან მოწვეული კვალიფიციური ექიმები, წირქვალის ადმინისტარციული ერთეულისა და მასში შემავალი სოფლების მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვებს, ასევე ელექტრო-კარდიოგრაფიულ და ექოსკოპიური კვლევებს უტარებენ.

ჭიათურის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე სამედიცინო აქციაზე ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ჭიათურის მერი სამედიცინო პერსონალს შეხვდა და გამოკვლევებზე მისულ ადგილობრივებს გაესაუბრა.

მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს უტარებენ: რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოლოგი, ანგიო-ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ცნობილი და საიმედო ჭიათურელი ექიმები: ზოგადი ქირურგი-უროლოგი გიორგი ნოზაძე, ოტოლარინგოლოგი ილო ეზიაშვილი, გინეკოლოგი ანდრო ფიფია და სხვა ექიმები.

სამედიცინო აქცია წირქვალის ამბულატორიულ ცენტრში 12 საათიდან დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

 

გააზიარე