ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს,იულია სოტიეს უმასპინძლა

28 ივლისი, 2020

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს,იულია სოტიეს უმასპინძლა.

ფრანგული მხარის წარმომადგენლის ვიზიტის მიზანს ჭიათურაში მშენებარე სამგზავრო საბაგიროებზე არსებული ვითარების გაცნობა, ასევე ჭიათურაში ახალი ხეივნის მოწყობა წარმოადგენდა. აღნიშნული პროექტის განხორცილებას იულია სოტიე შემოდგომაზე აპირებს. ამ მიზნით მან ჭიათურაში გერმანელი პროფესიონალი მეტყევე ჩამოიყვანა,რომელიც ამავე დროს თბილისში, ილიას უნივერსიტეტში ასწავლის.
სტუმრებმა რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს და ქალაქის მერთან ერთად იმსჯელეს მწვანე ხეივნის მოწყობისთვის შესაფერისი ადგილისა და ხეების ჯიშების შერჩევის თაობაზე.

"სამი წელი მქონდა ურთიერთობა ჭიათურასთან,რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ და რომლის დატოვებაც უახლოეს პერიოდში მომიწევს. მალე დასრულდება საბაგიროს დიდი პროექტის მშენებლობა,რომელიც ფრანგულ მხარესთან ერთად ხორციელდება.გარდა ამისა, სურვილი მაქვს ჩემი და ამ ქალაქში ურთიერთობის სამახსოვროდ პირადი პროექტი განვახორციელო და მწვანე ნარგავები გავაშენოთ.მინდა მადლობა ვუთხრა ჭიათურის მუნიციპალიტეტს თანამშრომლობისთვის და განსკუთრებით მის მერს გივი მოდებაძეს,რომლის მხარდაჭერას და კეთილგანწყობას ყოველთვის ვგრძნობდით" -განაცხადა საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსმა იულია სოტიემ.

გააზიარე