ცხელი ხაზი:252731

პროექტი ,,ეს ქვეყანა შენია"

7 აგვისტო, 2020

დღეს, დარკვეთის საჯარო სკოლაში „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში სამოქალაქო კომპანიამ“ეს ქვეყანა შენია“,კონკურსში გამარჯვებულ დარკვეთელ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს საჩუქრად ნოუთ-ბუქები გადასცა.

კონკურსი უფროსკლასელებისთვის-„ეს ქვეყანა შენია“! მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 150-მდე გუნდმა. გამარჯვებულები პედაგოგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.

იმერეთის რეგიონის გამარჯვებული სამოქალაქო აქტივიზმის ნომინაციაში გახდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის გუნდი ( კურატორ-მასწავლებელი,სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე.)

გუნდის მიერ განხორციელებული აქტივობები ფართომასშტაბიანია და მოიცვა იმერეთის რეგიონის ორი,ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტები.

 დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ჩამოსულ სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა.

 ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ბიწაძე და დავით ბიწაძე ესწრებოდნენ.

 სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.

გააზიარე