ჭიათურის საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ათზე მეტ სკოლაში, სველი წერტილების მოეწყობის მიზნით, საამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.
დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ, ჭიათურის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ნუგზარ მიროტაძესთან ერთად სოფლების-- თაბაგრების, ქვედა და ზედა ჭოლოვანის, ზოდის, ქვედა ზოდის, დარკვეთისა და ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლები დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგებლები სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და მშენებლებს შეხვდნენ. აღნიშნულ საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
,,მნიშვნელოვანია, სამუშაოები უახლოეს ერთ კვირაში დასრულდეს, რათა სასწავლო პროცესი ჭიათურის ყველა სკოლაში შეფერხების გარეშე დაიწყოს. პროექტის ხარისხიანად შესრულებას და განსაზღვრულ ვადებში დამთავრებას ჩვენი სამსახურები მკაცრად გააკონტროლებენ“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.
2020 წელს ჭიათურის სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზნით 1 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. სულ 24 სკოლაში 28 პროექტი ხორცილდება.