სოფელ ქვაციხეში ახალი საბავშვო ბაღისა და ამბულატორიის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
სოფელ ქვაციხეში ახალი საბავშვო ბაღისა და ამბულატორიის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
ამ ეტაპზე ადგილზე შიდა ინტერიერის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. საამშენებლო სამუშაოები ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძე და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ქვაციხის ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. ახალი ბაღი სამი სოფლის: ქვაციხის, საკურწისა და ბიღის აღსაზრდელებს მოემსახურება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ღირებულება 419 320 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ამბულატორიას. პროექტის თანახმად ამბულატორია ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსდება. ამ ეტაპზე ადგილზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, უკვე დასრულებულია კარებებისა და ფანჯრების მონტაჟი. ამბულატორიის მშენებლობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.