ჭიათურაში, ე.წ "ჯარბელას დასახლებაში" მცხოვრები დევნილი ოჯახები ქუთაისში ახალ საცხოვრებელს მიიღებენ
ჭიათურაში, ე.წ "ჯარბელას დასახლებაში" მცხოვრები დევნილი ოჯახები ქუთაისში ახალ საცხოვრებელს მიიღებენ.
დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი "ჯარბელას დასახლებაში" მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა დევნილ ოჯახებს განუცხადა, რომ მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ავარიულ და ნგრევად შენობათა რიცხვში მოხვდა და ყველა მათგანი ქალაქ ქუთაისში ახალ საცხოვრებელ ბინას მიიღებს. ბინების გადაცემა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს მოხდება.
დღესვე ჭიათურის მერი და დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელი ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებლის წინ ახალი სკვერი მოეწყობა და ამ მიზნით სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
აღნიშნულ შეხვედრაზე მანვე იძულებით გადაადგილებულ პირებს იმ პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს.