ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში მერის მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრა ჩატარდა

13 აპრილი, 2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში მერის მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა პროექტ ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა.

მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება ჭიათურის განვითარების გეგმებზე და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ დონეზე ,მოსახლეობის საჭიროებების კვლევა წარმოადგინეს, სადაც გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის პრიორიტეტები დადგინდა. კვლევის შედეგები მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად განიხილეს, სადაც საბჭოს წევრებმა არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

პროექტი ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე