შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან
დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჭიათურისა და საჩხერის ხელმძღვანელ პირებს, ორივე მუნიციპალიტეტის სოფლის ადმინისტრაციული ერთეულების და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მოადგილესთან დავით ბიწაძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ხათუნა ცერცვაძესთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანი იყო რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების სამომავლოდ განსახორციელებელი პროგრამების განხილვა და დამსწრეთათვის საქართთველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური პორტალის my.mepa.gov.ge წარდგენა, რომელზეც დარეგისტრირების შემდგომ, ფერმერი, მწარმოებელი და აგრარულ სფეროში დასაქმებული პირი ქმნის თავის გვერდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა ექმნება მართოს თავის მეურნეობა, მიიღოს რჩევები და მომსახურეობები, ასევე წვდომა ექნება სამინისტროს მიერ განხორციელებულ მიმდინარე პროექტებზე და პროგრამებზე.
შეხვედრაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, თავის გამოსვლაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით წარმოდგენილი პროექტების განხორციელებისათვის, მერიის შესაბამის სამსახურებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, სრული მხარდაჭერა გამოხატა.