ჭიათურის მერის მოწვევით ოპერატიული თათბირი ჩატარდა
დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ოპერატიული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები,მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, განყოფილების უფროსები და აიპი(ები)ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
კერძოდ ,მიმდინარეობს ნინოშვილის ქუჩისა და მაღაროელთა მოედნის დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.ეს ისტორიული ხიდი განათდება თანამედროვე განათების სიტემით, მოაჯირებზე გაკეთდება ორნამენტები და მოეწყობა ადაპტირებული შესასვლელი შშმ პირებისათვის.
ასევე, გრძელდება აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერის აღდგენა -განახლების სამუშაოები.
ქალაქის იერსახის კიდევ უფრო გალამაზებისათვის სხვადასხვა ქუჩებზე შესრულდა კედლების მოხატვის სამუშაოები, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელს. აღნიშნული სკოლა უახლოეს პერიოდში გადაკეთდება ხელოვნების სკოლად და მისი პროფილიც მნიშვნელოვნად გამრავალფეროვნდება.
მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სოფლების წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. როგორც შ.პ.ს ,,სოფლის წყალი“-ს ხელმძღვანელმა აღინიშნა, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ეს სამუშაოები სპეციალური ტექნიკის შეძენასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ოპერატიულ თათბირზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ჩვენი თანაქალაქელის, ახალგაზრდა სპორტსმენის, ევროპის ჩემპიონის-- ლაშა გაგნიძის მიღწევების შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია ფულად ჯილდოს გადასცემს. ასევე საუბარი შეეხო ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მოზიდვას და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.
,,ჩვენი მიზანია, მეტი მოტივირებული და თავის ქალაქზე შეყვარებული ახალგაზრდა დავასაქმოთ სხვადასხვა სექტორში და ამით თითოეულ მათგანს მივცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მშობლიური მუნიციპალიტეტის განვითარების საინტერესო პროცესში“---აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.