ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2021 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

31 დეკემბერი, 2021

 ჭიათურის მერმა 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

ჭიათურის მუნიციპასლიტეტის მერმა,გივი მოდებაძემ  2021 წლის ანგარიში წარადგინა.მერმა დეტალურად ისაუბრა 2021 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ.მისი თქმით, 2021 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი იყო მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგებისა და გარე განათების ქსელის მშენებლობა, სოციალური პროგრამების გაფართოება, განათლების სფეროსა და სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა. ახალგაზრდული პროექტების განხორციელება და სპორტის განვითარებაზე ზრუნვა. 
2021 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე იყო გათვლილი.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროექტს ,,განახლებული რეგიონები“. პროექტის ფარგლებში ჭიათურაში  10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს უტარდება რეაბილიტაცია. 
კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის სავარჯიშო მოედნის და სკვერის მოწყობა.
წერეთლის ქუჩაზე N1 და N2 შენობის ფასადის რეაბილიტაცია
თხელიძის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა
წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
ქორწინების სახლის ფასადის რეაბილიტაცია.
კინოს სახლის წინ არსებული ტერიტორიის მოწყობა.
9 აპრილის ქუჩის N13-ში N17-ში და N19-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და 
 რეგიონალური განვითარებისა და მთის ფონდის დაფინანსებით საავტომობილო გზები მოეწყო: 
სოფელ მოხოროთუბანში, მერევსა და ნიგოზეთში, გუნდაეთში, რცხილათში, მეჩხეთურში, ვაკევისაში, ზედა ბერეთისაში, სვერში, ხრეითში, ითხვისში, პერევისაში, ვაჭევსა და მეუშეეთში.
მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ისე ყველა სოფელში სხვადასხვა სახის 160-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორის შიდა საუბნო გზების მობეტონება, საყრდენი კედლების მშენებლობა, აღდგენა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სკვერებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა და სახურავების რეაბილიტაცია. 
2021 წელს  ჭიათურაში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 
მიმდინარე წელს ჭიათურის ორ სოფელში რგანსა და მეჩხეთურში ახალი სკოლები გაიხსნა. რგანში 150 მოსწავლეზე, მეჩხეთურში კი 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. მშენებლობის ღირებულებამ 3 560 000  ლარი შეადგინა.  
გასულ წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდა რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.  ბაღი აშენდა ჭიათურაში, კოსტავას ქუჩაზე, სოფელ ქვაციხეში, ითხვისში, პერევისაში, რცხილათში, ტყემლოვანასა და გეზრულში.  
ჭიათურის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა ახალი ორგანიზაცია სოფლის წყალი. რომლის ჩართულობითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით. ჭიათურის სხვადასხვა სოფელსა და უბნებში განხორციელდა 50-ზე მეტი პროექტი და 2500-ზე მეტ ოჯახს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. 
დასრულდა ჭიათურის სამგზავრო საბაგიროების მშენებლობის პროცესი. ფრანგული ტექნოლოგიებით აგებული სამგზავრო საბაგირო გზა მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან როგორც ადგილობრივებს, ისე ჭიათურაში ჩამოსულ ვიზიტორებს ემსახურება. ახალი საბაგიროს მეშვეობით ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებთან დაკავშირება უმოკლეს დროშია შეაძლებელი. 
დასრულდა გარე განათების ქსელი მოწყობა ჭიათურიდან სოფელ ბერეთისის მიმართულებით. პროექტის მიხედვით სოფელ შუქრუთის, პერევისის, კალაურის, მერევის, უსახელოსა და ბერეთისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გარე განათების  ახალი ქსელი მოეწყო. პარალელურად ქალაქის სხვადასხვა უბანზე გარე განათების  გაუმჯობესების მიზნით 10-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის ყველა სოფელში ჩატარდა  შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.სოფლის პროგრამით წელს ყველა სოფელში სხვადასხვა სახის 60 პროექტი განხორციელდა. პროგრამის ბიუჯეტმა მიმდინარე წელს 1 100 000 ლარი შეადგინა. 
მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა სკვერებისა და სპორტული ობიექტების მოწყობის მიზნით. კერძოდ, 
კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის სავარჯიშო მოედნისა და სკვერის კეთილმოწყობა განხორციელდა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე ე.წ ტერასები მოეწყო.
აღმაშენებლის ქუჩაზე საკურდღლიას წყაროსა და მის მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა რეაბილიტაცია
ტაბიძის ქუჩაზე საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა 
ტოლსტოის ქუჩაზე კრივის, ხოლო სოფ. ნიგოზეთში საჭიდაო დარბაზი მოეწყო.  
ჭიათურის სხვადასხვა ქუჩაზე კი არსებული სპორტული მოედნების აღდგენა, განახლება მოხდა. 
ასევე, ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრიაციული ზონა მოეწყობა.
ტოლსტოის ქუჩაზე მინი საფეხბურთო მოედანისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
მე-3 საჯარო სკოლის ეზოში კი სპორტული მოედანი მოეწყობა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა სახის 19 სოციალურ პროგრამას რომელიც გათვლილია ჭიათურელების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. აღნიშნული პროგრამებით მიმდინარე წელს 5000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
წელს სოციალური მიმართულებით 1 700 000 ლარი დაიხარჯა. 

ვიდეო  იხილეთ აქ

გააზიარე