დღეს ჭიათურის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი დაიწყო
დღეს ჭიათურის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი დაიწყო.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსთან თემურ ჭუმბურიძესთან ერთად ქალაქის სკოლებს ეწვია და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„მინდა მოგილოცოთ დღვანდელი,განსაკუთრებულად ამაღელვებელი დღე. მივულოცო ყველა ჭიათურელ მოსწავლეს,პედაგოგს, მშობელს და წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს, ვინც პირველად შეაბიჯებს ცოდნის ტაძარში, სადაც მათ განათლებასა და ხვალინდელ დღეზე გამოცდილი და საიმედო პედაგოგები იზრუნებენ. სწორედ ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმი და თავდადება გახლავთ საფუძველი იმისა,რომ ჭიათურელი კურსდამთავრებულები წარმატებით,უმაღლესი ქულებით აბარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში "- განაცხადა გივი მოდებაძემ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 41 საჯარო სკოლაში,წელს სკოლის კარი 454 პირველკლასელმა შეაღო.
მთლიანად ჭიათურის სკოლებში- 5175 მოსწავლე ეუფლება ცოდნას.
ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, ჭიათურის ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.