ჭიათურაში ილია მეორის დაბადებიდან 90 და აღსაყდრების 45 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებით და მონაწილეობით, აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია მეორის დაბადებიდან 90 და აღსაყდრების 45 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავდა.
უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს საიუბილეო თარიღები მიულოცეს და ჩვენი საზოგადოების სულიერი განვითარების კუთხით მის ღვაწლზე ისაუბრეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა მამული ბუჭუხიშვილმა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორმა ნანული წერეთელმა.
საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმთავრები დაესწრნენ.