ცხელი ხაზი:252731

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

7 ივნისი, 2024
ჭიათურაში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს 2 აუზის მშენებლობას, ასევე ადმინისტრაციული შენობის, პარკინგის, ბილიკების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას, გარე განათების და ძელსკამების დამონტაჟებას.
ამ დროისათვის ადგილზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის შენობების მოპირკეთება და ტერიტორიიდან მიწის მასის გატანა ხდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერის მოადგილე დავით ბიწაძე და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.
,,აქ, წლების წინ, ღია საცურაო აუზი იყო ბავშვებისთვის, რომლის აღდგენის სურვილი მოსახლეობას დიდი ხანია, ჰქონდა. ეს იქნება თანამედროვე ტიპის აუზი, სადაც ჭიათურლები ზაფხულის ცხელ დღეებს გაატარებენ", - აღნიშნა გივი მოდებაძემ.
აუზის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და წელს დასრულდება.
პროექტის ღირებულება 1 357 577 ლარს შეადგენს.
 
გააზიარე