სოფელ ითხვისში, 32-ის დასახლებიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
სოფელ ითხვისში, 32-ის დასახლებიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი მოიცავს რკინაბეტონის საფარის მოწყობას 1471 გრძივი მეტრის მონაკვეთზე.
სამუშაოების ღირებულება 698 111 ლარს შეადგენს.
მისი შესრულება იგეგმება 2025 წელს.
კოროხნალის გადასახვევიდან 25- ის დასახლების მიმართულებით 2,125 მეტრის სიგრძის გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მოეწყობა რკინა ბეტონის საფარი.
სახელშეკრულებო ღირებულება 965 400 ლარს შეადგენს.
სამუშაოების განხორციელების პერიოდი 2025 წელია.
მიმდინარე სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.