ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის კულტურის ცენტრში ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ კონცერტი ჩატარდა

1 ივლისი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე კულტურის ცენტრში ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ კონცერტს დაესწრო.

ანსამბლმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან მამუკა ცერცვაძე და აკაკი ცერცვაძე, ქართული ნაციონალური კულტურის ტრადიციული ცეკვები ამჯერადაც ღირსეულად გააცოცხლა.

"ფესვების" შემოქმედება გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობითა და შემოქმედებითი მრავალფეროვნებით.

კონცერტის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ კახაბერ მარკოიშვილმა, კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა გრძელიშვილმა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია ტყვაცირიამ.

მათ მადლობა გადაუხადეს ანსამბლის წევრებს საუკეთესო შესრულებისთვის და მომავალი წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ანსამბლ „ფესვების“ ვარსკვლავი გაიხსნა.

 

 

გააზიარე