ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოტენციალი და სამოქმედო გეგმა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილს შეხვდა, რომელიც უშუალოდ არის ჩართული კვლევაში - „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოტენციალი და სამოქმედო გეგმა.“
კვლევა ხაზს უსვამს ჭიათურის უნიკალურ ტურისტულ პოტენციალს.
სამოქმედო გეგმის ფარგლებში შერჩეულ იქნა ტურისტული ლოკაციები, რომელთა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.
პროექტის მიზანია:
ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და გაძლიერება, ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვა, შენარჩუნება და რესტავრაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ცხოვრების დონის ამაღლება ადგილობრივ თემებში.
კვლევა დაფინანსებულია კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლები, რომელთაც თემის განხილვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.