სოფელ კაცხში, ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე „მესვეტეობა 2025“-ი გაიმართა
დღეს, ჭიათურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ კაცხში, ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე „მესვეტეობა 2025“-ი გაიმართა.
ღონისძიებას მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მესვეტეობა 2025“-ის ფარგლებში გაიმართა: სადღესასწაულო წირვა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და დეგუსტაცია,მასტერკლასი სპორტული შეჯიბრი კლდეზე ცოცვაში. გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება .
ღონისძიება „ კონცერტით დასრულდა, სადაც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
„მესვეტეობა“ — უძველესი რელიგიურ-კულტურული ტრადიციაა, რომელიც 14 სექტემბერს, წმინდა სვიმონ მესვეტის ხსენების დღეს, საუკუნეების წინ აღინიშნებოდა და სახალხო დღესასწაულის სახეს ატარებდა.
მესვეტეობა 2024 წლიდან აღდგა მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილებისა და კაცხის სვეტის მამების ერთობლივი ძალისხმევით.