ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 131-ე სეზონი პრემიერით დაიწყო
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 131-ე სეზონი პრემიერით დაიწყო.
სცენაზე თანამედროვე რუმინელი დრამატურგის, ლუჩიან ბელიანის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მოდარაჯე ძაღლები“ რეჟისორ ანდრო ენუქიძის წარმოდგენით განხორციელდა.
პრემიერას ესწრებოდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენა გაიმართა თეატრის ახალ, ექსპერიმენტულ სივრცეში, რომელიც დროებით სარგებლობაში მუნიციპალიტეტმა თეატრს გადასცა.