მღვიმევის დედათა მონასტრის წინ მდებარე სკვერისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მღვიმევის დედათა მონასტრის წინ მდებარე სკვერისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
დაგეგმილია სკვერის გამწვანება, კვების ობიექტის, მოსაცდელების, სველი წერტილებისა და საპარკინგე სივრცის მოწყობა.
პროექტის მიზანია მონასტრის მიმდებარე სივრცის განვითარება და კეთილმოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდას და ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.