სოფელ მანდაეთში 24 საათიანი წყალმომარაგებით 200 ოჯახი ისარგებლებს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე სოფელ მანდაეთში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი,რომელიც ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, გამანაწილებელი ავზისა და 12-კილომეტრიანი ქსელის მოწყობას,დასრულების ეტაპზეა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგებით 200 ოჯახი ისარგებლებს.
პროექტის საერთო ღირებულება 867 091 ლარს შეადგენს.
სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
