ცხელი ხაზი:252731

სოფელ ქვაციხეში ბუნებრივი აირით უახლოეს მომავალში 300-მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი

26 თებერვალი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გაზიფიცირების სამუშაოებს სოფელ ქვაციხეში გაეცნო, სადაც ბუნებრივი აირით უახლოეს მომავალში 300-მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. გივი მოდებაძემ სიმბოლურად აანთო ბუნებრივი აირი ბრეგვაძეების ოჯახში, რომელიც უკვე გაზიფიცირდა.

ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობა დასრულდა და გამრიცხველიანების სამუშაოები იწყება სოფლებში - სვერში, ცხრუკვეთსა და თვალუეთში.

ცენტრალური მაგისტრალური ქსელის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს ხრეითში, ხალიფაურში, თაბაგრებში, ზოდში, რცხილათში, ზედა და ქვედა ბერეთისაში, უსახელოში, ნიგოზეთსა და მანდაეთში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში უკვე გაზიფიცირებულია 41 სოფელი. დარჩენილ 19 სოფელში სამუშაოები აქტიურად წარიმართება და მოსახლეობას ბუნებრივი აირი ეტაპობრივად მიეწოდება.

 

გააზიარე