ცხელი ხაზი:252731

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გივი მოდებაძემ საჯარო სექტორში დასაქმებული და მუნიციპალიტეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე ღვაწლმოსილი ქალბატონები დააჯილდოვა

8 მარტი, 2026

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ, საჯარო სექტორში დასაქმებული და მუნიციპალიტეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე ღვაწლმოსილი ქალბატონები დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქალბატონებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ, დამსახურებულ ქალბატონებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მისი განცხადებით, ქალთა აქტიური ჩართულობა და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების განვითარებაში.

გააზიარე