ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
საუბრისას მერმა ხაზი გაუსვა პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელების აუცილებლობას, რაც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. ყურადღება ასევე დაეთმო მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოკლე ვადებში გადაჭრის გზებს.
შეხვედრაზე განიხილეს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესი, რომლის დაწყებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე, მოადგილეები - მალხაზ სამყურაშვილი და ოლეგ ყობიაშვილი ესწრებოდნენ.

