ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2026–2037 წლების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესი

31 მარტი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ, მუნიციპალიტეტის 2026–2037 წლების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სტრატეგიულ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი გამოწვევების ანალიზზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი - ე.წ. სტრატეგიული ჩარჩო.

წარმოდგენილ დოკუმენტში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა, ძირითადი მიზნები და ამოცანები, რაც საფუძვლად ედება ეფექტიანი სტრატეგიული მიდგომების ჩამოყალიბებას.

სტრატეგიული დოკუმენტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერას, რათა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობის გზით შემუშავდეს და განახლდეს მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტები.

აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების გეგმების, ასევე სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების, არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტული განვითარების მიმართულებების სრულყოფილად ასახვას.

გააზიარე