ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ახლად დანიშნული თანამშრომლები წარადგინა

31 მარტი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ახლად დანიშნული თანამშრომლები წარადგინა.

კულტურის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მერმა გუნდს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მუნიციპალიტეტის განვითარებაში.

მისივე თქმით, გუნდის განახლება ემსახურება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კულტურისა და ტურიზმის სფეროების გაძლიერებას და მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.

მერის გადაწყვეტილებით, კულტურის ცენტრის დირექტორის თანაშემწედ შოთა ფხალაძე დაინიშნა, ხოლო ტურიზმის განყოფილებას მალვინა კაპანაძე უხელმძღვანელებს.

გააზიარე