ჭიათურის მერი სოფელ ზედუბანში შიდა გზის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე სოფელ ზედუბანში იმყოფებოდა, სადაც შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
აღნიშნული გზა, რომელიც რკინა-ბეტონის საფარით დაიგო, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო და რთული რელიეფის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გზა სოფლის ცენტრალურ გზას შეუერთდა, რამაც გააუმჯობესა გადაადგილების პირობები. აღნიშნულ უბანში მცხოვრები დაახლოებით 60 ოჯახი უკვე სარგებლობს განახლებული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით.
მერმა უბნის მცხოვრებლებთანაც გამართა შეხვედრა, სადაც სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხი განიხილეს. შეხვედრისას ადგილობრივებმა ისაუბრეს არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
გივი მოდებაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა ადგილობრივი ხელისუფლება უკეთ გაეცნოს მოქალაქეთა საჭიროებებს და დროულად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
