ცხელი ხაზი:252731

„ქედა და ჭიათურა კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებენ“

22 აპრილი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან, მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელთან, მოადგილე დავით ბიწაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურაში პროექტის „კულტურული ხიდი ქედა - ჭიათურა“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში ქალაქს სტუმრობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,ტურიზმის,სპორტის,ახალგაზრდულ საქმეთასამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ქაჯაია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ხანდაზმულთა კლუბ „ღირსეული სიბერე“-ს თავმჯდომარე რეზო ბერიძე და კლუბის წევრები.

სტუმრებმა დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ რეგიონის კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილი გაიმართა ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც მოეწყო ქედის ხანდაზმულთა კლუბის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი და ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებმაც ისაუბრეს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივი კულტურული და ტურისტული ინიციატივების განვითარების პერსპექტივებსა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქედასა და ჭიათურას შორის უკვე ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომელსაც საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა ქედის ხანდაზმულთა კლუბსა და ჭიათურის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმით,რაც მომავალში მრავალ საინტერესო ერთობლივ პროექტს დაუდებს საფუძველს.

გააზიარე