ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტი იწყება

30 აპრილი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტი იწყება.

მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ძველი, ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟსა და ახალი, თანამედროვე სტანდარტების ლიფტების მონტაჟს ითვალისწინებს.

მერის განცხადებით, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და პირველ ეტაპზე ახალი ლიფტები ოთხ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟდება. აღნიშნული პროექტი ეტაპობრივად მოიცავს მუნიციპალიტეტის სხვა საცხოვრებელ შენობებსაც, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სრულად ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლება თანამედროვე, ეფექტური და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შესაბამისი სისტემებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს და შეამცირებს ლიფტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ რისკებს.

 

გააზიარე