ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საჩხერეში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის მიერ საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საჩხერეში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის მიერ საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები გააცნო და რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმებს, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სერვისების გაძლიერებას, პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესს, ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის წესებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობებს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებმა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ესტუმრა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასა“ და სოფელ ბაჯითში მდებარე პროფესიული კოლეჯ „სპექტრის“ სასწავლო ბაზას, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის დელეგატი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

