ცხელი ხაზი:252731

სასწავლო წლის დასრულება კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა

17 ივნისი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით ახალგაზრდული კულტურულ-გასართობი საღამო გაიმართა, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ღონისძიება მრავალფეროვანი თემატური აქტივობებითა და გასართობი პროგრამით იყო დატვირთული.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ახალგაზრდებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა,მეთორმეტე კლასელებს კი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში ღირსეული წვლილის შეტანა უსურვა.

მერმა მაღალმთიანი სოფლების - ქვედა ბერეთის, ვაჭევის, გეზრულისა და თაბაგრების საჯარო სკოლების ის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა, რომლებიც პირველი კლასიდან სკოლის დასრულებამდე საკუთარ კლასებში ერთადერთი მოსწავლეები იყვნენ.

საღამო მუსიკალურად გააფორმა და ღონისძიება დაასრულა დიჯეი გიგა პაპასკირმა.

 

გააზიარე