ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ინდოეთის ელჩს საქართველოში ამიტ კუმარ მიშრასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მომავლისთვის“ თავმჯდომარე დარისპან პრაშერს მასპინძლობდა

21 ივნისი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ინდოეთის ელჩს საქართველოში ამიტ კუმარ მიშრასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მომავლისთვის“ თავმჯდომარე დარისპან პრაშერს მასპინძლობდა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ, სადაც მუნიციპალიტეტის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და ქალაქის განვითარების ისტორიას გაეცნენ.

დელეგაციამ დაათვალიერა ჭიათურის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა -. „მშვიდობის“ საბაგირო გზა, ასევე ქალაქის თანამედროვე საბაგირო ინფრასტრუქტურა.

ჭიათურის კულტურის სახლში სტუმრებისთვის სამხატვრო გამოფენა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

ვიზიტის დასასრულს სტუმრები ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფესვების“ კონცერტს დაესწრნენ. ანსამბლის ინდოეთში წარმატებული საგასტროლო ტურნეს შემდეგ ინდოეთის ელჩმა მათი შემოქმედების გაცნობისა და კონცერტზე დასწრების სურვილი გამოთქვა.

გააზიარე