ჭიათურაში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში გრძელდება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან, მოადგილე დავით წერეთელთან და ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სარქველეთუბანი – ბუნიკაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი 1 600 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მიმდინარე წელს დასრულდება.
გივი მოდებაძე ასევე სოფელ წყალშავში, ქვრივიშვილების უბანში, 650 მეტრიან საუბნო გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

