ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს

9 ივლისი, 2026

მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად, ჭიათურის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია არსებული მოსაცდელი შენობის დემონტაჟი და ახალი დაბალი ბაქნის მოწყობა. ბაქნის გვერდითი კედლების მშენებლობა მონოლითური რკინა-ბეტონით განხორციელდება, რის შემდეგაც დაიგება სავალი ნაწილი. დამატებით მოეწყობა საყრდენი კედლები და კიბეები, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიიდან ბაქანზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ასევე, დაგეგმილია ახალი განათების ბოძების დამონტაჟება.

ამ ეტაპისთვის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გარკვეული ნაწილი დასრულებულია.

ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით უტარდება.

გააზიარე