ცხელი ხაზი:252731

ჭიათურაში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და სტადიონი აშენდება

17 ივლისი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან, მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა ტერიტორია, სადაც ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი უნდა აშენდეს.

პროექტის ფარგლებში ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნიან სტადიონს, გასახდელებს, სველ წერტილებს, დაცვის ჯიხურსა და სხვა სივრცეებს.

პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება, რომელიც ჭიათურის, ზესტაფონისა და ონის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ სამუშაოებს მოიცავს, 13 456 158 ლარს შეადგენს.

სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 2029 წლის 31 დეკემბრამდე არის განსაზღვრული.

გააზიარე