ჭიათურის მერმა „წყალტუბო 2026“-ზე წარმატებული ფეხბურთელები დააჯილდოვა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა და მოადგილე დავით ბიწაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამართულ საფეხბურთო ფესტივალზე „წყალტუბო 2026“ გამარჯვებული ჭიათურელი ფეხბურთელები დააჯილდოვეს.
საფეხბურთო ტურნირში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.
ტურნირზე 2015 წელს დაბადებულმა ჭიათურელმა ფეხბურთელებმა I ადგილი, ხოლო 2014 წელს დაბადებულებმა – III ადგილი დაიკავეს.
ტურნირის საუკეთესო მეკარის ტიტული დემეტრე ბრეგვაძემ მოიპოვა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერეკლე მოდებაძე გახდა.
ჭიათურის მერმა ფეხბურთელებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობაში კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები უსურვა.