ჭიათურის თოჯინების თეატრის მორიგი წარმატება ფესტივალზე „მზიანი საქართველო“
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პირველ მოადგილე დავით წერეთელთან ერთად კულტურის ცენტრის მრავალპროფილიანი თავისუფალი თეატრის კოლექტივს შეხვდა და თოჯინების თეატრების ფესტივალზე „მზიანი საქართველო“ მოპოვებული წარმატება მიულოცა.
თეატრმა ფესტივალზე წარმატებით წარადგინა თოჯინური სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ და სხვადასხვა ნომინაციაში დაიმსახურა პირველობა.
ფესტივალის ორგანიზატორებმა მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის დიპლომი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს, გივი მოდებაძეს გადასცეს.
„ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი თოჯინების თეატრი ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩენს ჭიათურას სხვადასხვა ფესტივალზე და არაერთ წარმატებას აღწევს. მუნიციპალიტეტის მხრიდან თეატრის, ისევე როგორც ჩვენი კულტურის სფეროსა და შემოქმედებითი კოლექტივების, მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა გივი მოდებაძემ.

