სოხუმის დაცემიდან 33 წელი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე დავით ლაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც ჭიათურის მერმა აღნიშნა, ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემა თითოეული მოქალაქის ვალია.
„აფხაზეთის ომი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელია. ჭიათურას ჰყავს ამ ომში დაღუპული გმირები, რომელთა ხსოვნის პატივისცემა თითოეული ჩვენგანის ვალია”, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.