ცხელი ხაზი:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

ქალაქის მერმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა,ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

7 ოქტომბერი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პედაგოგთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ქალაქის მერმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა,ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

„ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ თაობებს გადასცემენ. მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.

ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,მოადგილე დავით ბიწაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე,საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირინა პაპიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე