ცხელი ხაზი:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

ჭიათურაში მხატვარ გივი კაპანაძის მეექვსე პერსონალური გამოფენა გაიმართა

16 ოქტომბერი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან ერთად, მხატვარ გივი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას დაესწრო.

გამოფენა ჭიათურის ხელოვნების სკოლაში გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა მხარტვარს გამოფენის გახსნა მიულოცა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ ჭიათურაში იმართება მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც ადგილობრივი ხელოვანების შემოქმედებას საზოგადოებას აცნობს. ბატონ გივის ვულოცავ მორიგ წარმატებულ გამოფენას და შემდგომ შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებ“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.

გივი კაპანაძე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და ჭიათურის ხელოვნების სკოლის პედაგოგია. აღსანიშნავია, რომ ეს ჭიათურაში მხატვრის რიგით მეექვსე პერსონალური ექსპოზიციაა.

გააზიარე