ცხელი ხაზი:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2026“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება

18 ოქტომბერი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის - „ჭიათურობა 2026”- ის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს. ეწყობა შემეცნებით-გასართობი და საგამოფენო სივრცეები, სოფლებისა და თემების ტრადიციული პავილიონები, იმართება პერფორმანსები, წარმოდგენები, კულტურული და სპორტული აქტივობები. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი საბავშვო კონცერტი.

სადღესასწაულო ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და მერის მოადგილე დავით ბიწაძე ესწრებიან.

ღონისძიებებში მონაწილეობენ ასევე ჩამოსული სტუმრები და ადგილობრივები.

გააზიარე