ჭიათურასა და საჩხერეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე აღინიშნა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურასა და საჩხერეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
ჭიათურის ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა აღავლინა
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა მაია ტყემალაძის ნამუშევრების გამოფენა. ჭიათურის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მოეწყო კულტურული პროგრამა - „ერის უკვდავების 1700 წელი“, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი.საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარამომადგენლები დაესწრნენ.

